რეზონანსი
31.12.2022

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსულმა ძალებმა უახლოეს დღეებში უკრაინის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელონ, რათა შეარყიონ უკრაინის მოსახლეობის მორალური მდგომარეობა ახალი წლის დღეებში.

უწყების შეფასებით, ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მიჰყვება ზოგად სქემას, რომელიც ყოველ 7-10 დღეში დარტყმების ინტენსიურ ტალღას ითვალისწინებს და რომლის უპირველესი სამიზნე უკრაინის ელექტროგადამცემი ქსელია. ბოლო ასეთი დარტყმა კი ხუთშაბათს განხორციელდა.

„რუსეთი თითქმის ზედმიწევნით იცავს ამ მიდგომას, რათა დასძლიოს უკრაინის თავდაცვის სისტემა. თუმცა, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთმა დაარღვიოს ეს მოდელი და კვლავ დაარტყას უკრაინას უახლოეს დღეებში, რათა შეარყიოს მოსახლეობის მორალური მდგომარეობა საახალწლო დღესასწაულის პერიოდში", - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×