რეზონანსი
31.12.2022

მედიკოსები ახალ წლამდე ერთი დღით ადრე მთავარ რეკომენდაციებს გვიზიარებენ, თუ როგორ დავიცვათ თავი სეზონური ვირუსებისგან. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და მოვერიდოთ ხალხ მრავალ ადგილებს.

როგორც „ქრონიკასთან" საუბრისას იაშვილის ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, მათი ძირითადი რჩევა მოსახლეობისადმი ახალი წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება.

„ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია. შეზღუდვებზე საუბარი, მით უმეტეს პანდემიის ორ-სამწლიანი მძიმე პერიოდის შემდეგ, ალბათ, საუბარი ზედმეტი. ჩვენი ძირითადი რჩევა იქნება, ახალი წლის შემდეგ პერიოდში როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან, ვინაიდან იანვარ-თებერვალი, ალბათ საქართველოში აქტიური პერიოდი იქნება.

ხელების ჰიგიენა - რაც შეიძლება, ძალიან ხშირად დაიბანეთ ხელები. ძალიან რთულია ამ რჩევის მიცემა, მაგრამ მაქსიმალურად თავი უნდა ავიცილოთ დახურულ სივრცეში თავყრილობისგან. ბავშვებისთვის ეს გართობის შესაძლებლობაა, ამიტომ ეს უფრო თეორიულ რჩევად რჩება, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთ თავყრილობებს მოვერიდებით.

თუ თქვენს შვილს, თუნდაც მცირე გამონადენი აქვს ცხვირიდან, ცემინება, მიუხედავად იმისა, ცხელება აქვს, თუ - არა, უმჯობესია სახლში დარჩეს. არ გაუშვათ ასეთი ბავშვი დაბადების დღეზე, წვეულებაზე", - განაცხადა ჩხეიძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×