რეზონანსი
31.12.2022

რუსეთს "ისკანდერების" საერთო რაოდენობის მხოლოდ 11-13% დარჩა, მათი წარმოება კი არ შეუძლიათ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა გამოცემა LB-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„დავთვალეთ, რამდენი გვესროლეს, რამდენი ჰქონდათ და რამდენი დარჩათ. მათ „ისკანდერების", დაახლოებით, 11-13% დარჩათ. საბჭოთა კლასიკური ნორმებით, მათ მარაგი 25-30%-ის დონეზე უნდა შეინარჩუნონ. ისინი უკვე ამ მარაგს იყენებენ. იგივე ხდება „კალიბრების" თვალსაზრისით",- განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, მანამდე რუსეთი როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ბაზირების „ისკანდერებს" იყენებდა, ასევე უშვებდა აღნიშნულ რაკეტებს ბელარუსის ტერიტორიიდანაც.

„თუმცა ახლა, როდესაც ვხედავთ, რამდენი და რა ტიპის რაკეტა მოფრინავს ჩვენთან, ვრწმუნდებით, რომ ისინი არ იყენებენ „ისკანდერებს", რადგან არ შეუძლიათ მათი წარმოება", - აღნიშნა რეზნიკოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×