რეზონანსი
02.01.2023

საქართველოში 2 იანვარი საკრალურ მნიშვნელობას იძენს და ადამიანებს სჯერათ, რომ თუ დღეს სასიამოვნოდ გაატარებენ, თუ სასიამოვნო მოვლენებს დაიბედებენ მთელი წელი ბედნიერი და წარმატებული ექნებათ. 2 იანვარს, ძველი სტილით კი, 15 იანვარს ბედობის აღნიშვნა საქართველოში უკვე საუკუნეებს ითვლის. ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა მეკვლეს ენიჭება, რომლის მარჯვენა ფეხსა და კეთილ გულს უკავშირებენ მომდევნო წლის წარმატებას და იღბალს. როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ბედნიერება და წარმატება დაგებედოთ? ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ამ დღეს აუცილებელია კარგ განწყობაზე ყოფნა, არ უნდა უნდა მისცეთ საკუთარ თავს უხასიათოდ ყოფნის უფლება, უნდა გაიღიმოთ, სხვებსაც გაუღიმოთ, დრო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ, დაიბედოთ მხიარულება და ის საქმეები, რომელიც ბედნიერებას განიჭებთ. ეცადეთ, არ იჩხუბოთ, არ იკამათოთ, იყავით ისეთი მშვიდები, როგორც არასდროს. გაეცით დახმარება და გამოიჩინეთ კეთილგანწყობა ადამიანებისადმი. ქართველებს განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში ახასიათებთ ძალიან ბევრი ალკოჰოლური სასმლის მიღება, თუმცა ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ 2 იანვარს ზომიერება გამოეჩინათ და ბედობის დღეს ზედმეტად არ გადამთვრალიყვნენ. ესეც ერთგვარად იმის მცდელობა იყო, რომ სიფხიზლე, ფხიზელი გონება დაბედებოდათ. ამასთან, ძველად ბედობის დღეს ადამიანები ცდილობდნენ, რომ დილით ადრე ამდგარიყვნენ. ეს ერთგვარად სიმბოლური გამოხატულება იყო მათი ჯანმრთელად ყოფნის. სჯეროდათ, რომ თუ დილით ადრე ადგებოდნენ, ჯანსაღად გაივლ-გამოივლიდნენ, ამით სამყაროს აჩვენებდნენ, თუ როგორი ჯანმრთელები, ძლიერები და მოტივირებულები იყვნენ და მიიჩნევდნენ, რომ მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები არ შეაწუხებდათ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მართალია, 2 იანვარს ბედობის დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ის უქმე დღეა და უმეტეს ქვეყანაში ადამიანები საახალწლო ზეიმს აგრძელებენ, თუმცა არის ისეთი ქვეყნებიც, სადაც 2 იანვარს ახალი წლის დღესასწაული გარდა, სხვა დატვირთვაც აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×