რეზონანსი
03.01.2023

ზუგდიდში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი ნატა ბერულავაა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, კოსტავას ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი მანქანა ქვეითად მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი, ნატა ბერულავა, ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ცნობით, მას ფეხები აქვს მოტეხილი.

ცნობისთვის, დაღუპული და დაშავებული ნათესავები არიან. ქალები მაღაზიაში მუშაობდნენ და ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სახლში ბრუნდებოდნენ.

წყარო: "მეტრონომი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×