რეზონანსი
04.01.2023

4 იანვრის საღამოს 21:00 საათიდან 5 იანვრის დღის 12:00 საათამდე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარალელურად სამ სხვადასხვა მისამართზე ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

GWP-ის ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აღმაშენებლის ხეივანზე ესმა ონიანის ქუჩის მიმდებარედ, პოლიკარპე კაკაბაძის N45-თან და აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს შეასრულებენ და ძველ დაზიანებულ ქსელებს ახლით შეცვლიან. რეაბილიტაციის შედეგად მთაწმინდის, კრწანისის, საბურთალოს, ვაკის, დიდუბის და ჩუღურეთი რაიონის 130 000 - ზე მეტ აბონენტს მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

„სამ სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 4 იანვრის საღამოს 21:00 საათიდან 5 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: კაკაბაძეების, ზალდასტანიშვილის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის, რუსთაველის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ქიქოძის, ბესიკის, ინგოროყვას, ჟვანიას, ჭონქაძის, ამაღლების, იაშვილის, მაჩაბლის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, ბოცვაძის, სანაპიროს, პუშკინის, აბესაძის, ასათიანის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს; ღვინის აღმართს, ოქროყანას დასახლებას.

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, თაყაიშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის ქუჩის ნაწილს, მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, დიღმის მასივის II, III, IV,V კვარტლებს, ლუბლიანას, ჩაჩავას, გოგიბერიძის, უშანგი ჩხეიძის და მიმდებარე ქუჩებს.

პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის N45-თან წყალსადენის ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო 5 იანვრის 00:00 საათიდან 5 იანვრის დილის 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×