რეზონანსი
04.01.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკო-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე.

“განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ჩვენს საყვარელ და საამაყო სულიერ წინამძღოლს!

განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე და ასეთივე განუზომელია მის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის ჭეშმარიტი გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში.

თითქმის ნახევარი საუკუნეა მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს!”, - აღნიშნავს პრემიერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×