რეზონანსი
04.01.2023

„წინა კვირასთან შედარებით რესპირაციული ვირუსების მცირედი მატებაა. ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებშიც, მსოფლიოში ზამთრის პერიოდი ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება. ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის, რაც პანდემიის წლებში ასე არ იყო. გრიპი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.

პედიატრიულ სტაციონარებში მიმართვიანობის პიკი იყო დეკემბრის დასაწყისში, ახლა იმ ფარგლებშია, რომელშიც უნდა იყოს. ბავშვების სტაციონარში განთავსების პრობლემა არ არის. ყველას ბავშვი იღებს ამ სერვისს, ვისაც სტაციონარში მკურნალობა სჭირდება"

აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×