რეზონანსი
04.01.2023

საქართველოს 8 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, გორში, თელავსა და ოზურგეთში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია იმართება.

თბილისში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მშვიდობის ხიდსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან არიან შეკრებილი.

"მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის აქცია არაერთი ყოფილა ბოლო 1 წლის განმავლობაში, მაგრამ დღევანდელი დღე განსხვავებულია იმით, რომ მსოფლიოში იმართება აქციები. ეს არის გლობალური აქცია. ჩვენ ვართ აქ, საქართველოში, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

მიმაჩნია, რომ როგორი დამოკიდებულებაც გვექნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფუნდამენტური უფლების, სიცოცხლის უფლების მიმართ, ასევე განისაზღვრება საქართველოს ბედი სამომავლოდ. ჩვენ ან დავრჩებით პოსტსაბჭოთა სივრცის უსახური ნაწილი ან კიდევ გვექნება ევროპული პერსპექტივა და საქართველო დაიმკვიდრებს თავის ადგილს, თავისუფალ ერთა შორის“, - აცხადებს ტვ პირველთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხიელ საკაშვილის გამო აქციები გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×