რეზონანსი
04.01.2023

მიხეილ სააკაშვილის პარტიის მიზანი მისი გათავისუფლებაა და სხვა პარტიებს ასეთი მიზნები არ ამოძრავებთ , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არავის ჰქონდეს.

„რა თქმა უნდა, მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ მიაღწიოს მის გათავისუფლებას და გადაყვანასაც. მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არავის ჰქონდეს კითხვის ნიშანი არც ქვეყანში და არც ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება გათავისუფლებას - გათავისუფლებაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ პოლიტიკოსებს. მისი პარტიის მიზანია მისი გათავისუფლება და სხვა პარტიებს ასეთი მიზნები არ ამოძრავებს.

სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი დღესვე შეწყალება არ ნიშნავს პირდაპირ მის თავისუფლებას. ის, რომ ის მას შეიწყალებს არ ნიშნავს, რომ კარი გაიღება და გარეთ გამოვა. მიმდინარე სამი საქმეა კიდევ, რომლის ფარგლებშიც ძალიან მარტივია, რომ პატიმრობა გახანგრძლივდეს", - განაცხადა იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×