რეზონანსი
05.01.2023

ბახმუტის მიმართულებით და ზოგადად დონბასში მტრის წარუმატებლობის ყოველი დღე რუსეთის მნიშვნელოვან დასუსტებას ნიშნავს, - ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„"შამანის" სპეცრაზმი, ისევე როგორც ლუგანსკის რაზმის მესაზღვრეები, უკრაინის საერთაშორისო თავდაცვის ლეგიონის მებრძოლებთან ერთად მტერს უამრავ დანაკარგს აყენებენ ბახმუტის გარეუბნებში არსებული პოზიციებიდან", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ გადადეს მთელი დონბასის დაპყრობის თარიღი.

„ბახმუტის მიმართულებით და მთლიანად დონბასში მტრის მარცხის ყოველი ასეთი შედეგი და ყოველი დღე აგრესორი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი შესუსტებაა. ოკუპანტებმა გადაწიეს თარიღი, როდესაც ელიან მთელი დონბასის აღებას. ისინი ამას ახალ წლამდე ელოდნენ და ჩვენი დამცველები კი კვლავ წარმატებას აჩვენებენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×