რეზონანსი
05.01.2023

დათო ოქიტაშვილი არის უნამუსო. როგორ იქცევა? როგორ არ რცხვენია?! - ჩვენი დიდი სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანები კიდევ ცხოვრობენ ქვეყანაში!, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რითაც ოქიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „გიული ალასანიამ ტექნიკური უნივერსიტეტის ის მიწები გადაიფორმა, სადაც სტუდენტური საცხოვრებელი უნდა აშენებულიყო".

როგორც ალასანია განმარტავს, კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი მლიქვნელია.

„დათო ოქიტაშვილი არის უნამუსო. მე მახსოვს, დათო ოქიტაშვილი როგორ დადიოდა ჩემთან და მლიქვნელობდა. ახლა როგორ იქცევა? როგორ არ რცხვენია?! ჩვენი დიდი სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანები კიდევ ცხოვრობენ ქვეყანაში!", - აღნიშნავს ალასანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×