რეზონანსი
05.01.2023

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ვერ ხედავს სალომე ზურაბიშვილისთვის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართვის აზრს. როგორც მეუფე "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, სინდომა პრეზიდენტს ამ თხოვნით ერთხელ უკვე მიმართეს, როდესაც დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება სთხოვეს და უარი მიიღეს:

"მე მაგალითად არ მივმართავ, თუ ვერ მივმართავ პრეზიდენტს. იმიტომ, რომ აზრი უნდა ჰქონდეს ამას. ჩვენ მივმართეთ ერთხელ პრეზიდენტს სინოდმა მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით და უარი მივიღეთ.

ჩემი აზრია, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში სამკურნალოდ. ყველა თანახმაა, არც ერთი სასულიერო პირი, ეპისკოპოსი, მღვდელმთავარი არ ვიცი, წინააღმდეგი იყოს ამისი, [გადაყვანის] ვერ წარმომიდგენია." ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მისივე თქმით, სასულიერო პირებს ამ თემაზე პატრიარქთანაც ჰქონიათ საუბარი, თუმცა მეუფე ნიკოლოზი კონკრეტულს არაფერს ამბობს:

"უწმინდესმა ახალი წელი მიულოცა და იმანაც სამადლობელი წერილო გამოუგზავნა და პატრიარქი რომ მისთვის ლოცულობს არავის ეჭვი არ ეპარება თუ დიდი წინააღმდეგობა აღარ ექნება მთავრობას, აუცილებლად გაუშვებენ სამკურნალოდ" ამბობს მღვდელმთავარი.

კითხვაზე, რატომ დუმს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და რატომ არ აკეთებს რაიმე სახის განცხადებას, მეუფე ნიკოლოზის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია რა ფორმა უნდა ჰქონდეს ამ განცხადებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×