რეზონანსი
05.01.2023

მსოფლიო კოვიდის ახალი ტალღის მოლოდინშია. ომიკრონის შტამს, რომელიც შეერთებულ შტატებში დომინანტური გახდა, რამდენიმე კვირაში, შესაძლოა, დაინფიცირების შემთხვევების რიცხვების მკვეთრი მატება მოჰყვეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, შტამი 29 ქვეყანაში გამოავლინეს და სავარაუდოდ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება.

"ის პაციენტები ვინც მოგვმართავენ, იმათი მდგომარეობა არის საყურადღებო. გუშინ და დღეს პირველადაა, როცა რეანიმაციაში ჭარბობს კოვიდინფიცირებული პაციენტები, ვიდრე ჩვეულებრივ განყოფილებაში. ბევრი არ არის, მაგრამ რა იქნება ვერ გეტყვით იმიტომ, რომ წამოსულია ახალი შტამები" - ამბობს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლია გოლიაძე.

ჯერჯერობით უცნობია, ფიქსირდება თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×