რეზონანსი
05.01.2023

რუსული მართლმადიდებლური ეკლესია არ არის გლობალური მართლმადიდებლობის ავტორიტეტი და მოქმედებს როგორც „ომის პროპაგანდისტი", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთს უკრაინელების გენოციდისკენ მოუწოდა, წაახალისა მასობრივი მკვლელობები და დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციის კიდევ უფრო დიდ მილიტარიზაციას. ამრიგად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის" შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია", - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე".

ცნობისთვის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოდის და რუსეთ-უკრაინის ომის მხარეებს, 6 იანვრის 12:00 საათიდან, 7 იანვრის 24:00 საათამდე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×