რეზონანსი
05.01.2023

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დაუპირისპირდება საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მას არ შეიწყალებს.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას არ აპატიებენ ის ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის" მმართველობის შედეგად დაზარალდნენ.

„ზურაბიშვილი არ დაუპირისპირდება საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დამოკიდებულებას ადამიანისადმი, რომელმაც ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც ისტორიის განმავლობაში გაჰყვება მას, როგორც ძალიან მძიმე ცოდვა. ამასთანავე, ადამიანები, რომლებიც ამ სისასტიკის გამო იყვნენ სერიოზულად დაჩაგრულები, დაკარგეს ახლობლები, ჯანმრთელობა და ქონება, ვერასდროს აპატიებენ თავის არჩეულ პრეზიდენტს ასეთი ნაბიჯის გადადგმას. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს თავად კარგად ესმის ეს რეალობა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×