რეზონანსი
05.01.2023

1 იანვრიდან 1200-მდე დასახელების წამალი ეტაპობრივად გაიაფდება. უკვე ამოქმედდა რეფორმა, რომელიც მედიკამენტებზე ფასების ზედა ზღვარის დაწესებას გულისხმობს.

ჯანდაცვის სამინისტრო 15 იანვარს იმ მედიკამენტების სიას გამოაქვეყნებს, რომელიც რეფორმის ფარგლებში ეტაპობრივად უნდა გაიაფდეს.

რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობაა.

ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტები დაახლოებით 40%-ით გაიაფდება.

"საერთო ჯამში, რეგულირება ეხება ამ წუთას ბაზარზე არსებულ დაახლოებით 1200 მედიკამენტს. მთავარი ამოსავალი წერტილი რეფერენტული ფასების შემოღებასთან დაკავშირებით იყო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. რეფერენტული ფასების პოლიტიკა თავის შინაარსით, ნიშნავს, რომ ჩვენს მსგავს ქვეყნებში ვაკეთებთ კვლევას, ვნახულობთ ის მედიკამენტები ამ ქვეყნებში რა ფასად იყიდება და შესაბამისად ვადგენთ და ვსაზღვრავთ რომ ამ ფასზე მაღალ ფასად არ შეიძლება გაიყიდოს," - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა.

წყარო: "რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×