რეზონანსი
05.01.2023

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც მოიცავს სარაკეტო სისტემებს, დრონებს და უპილოტო თვითმფრინავებისგან თავდაცვის სისტემებს.

გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინაში გაიგზავნა:

დრონების აღმოჩენის 30 სისტემა, 8 სადაზვერვო დრონი, ასევე 27 სენსორი და „ჯამერი" თვითმფრინავებისგან დაცვის მიზნით;

17 8x8 სატვირთო მანქანა, 12 მძიმე ტრაილერი და M1070 ტანკის 1 ტრაქტორ-ტრანსპორტი;

თვალთვალის და დისტანციური მართვის 7 მანქანა;

63 პიკაპი;

70 მმ კალიბრის 20 გამშვები სატვირთო მანქანა რაკეტებით;

21 გენერატორი;

32 მობილური გათბობის სისტემა;

სასწრაფო და სასაზღვრო პატრულის 7 მანქანა;

36 ათასი შალის საბანი.

ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უახლოეს მომავალში უნდა მიიღონ თითქმის ასი სადაზვერვო თვითმფრინავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×