რეზონანსი
05.01.2023

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ადვოკატები დღესვე შეიკრიბებიან და იმსჯელებენ რადიკალური ზომების გატარებაზე. მისივე თქმით, დაცვის სტრატეგია შეიცვლება.

როგორც ხაჭაპურიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ადვოკატები მზად არიან მიხეილ სააკაშვილის საქმე საერთაშორისო სასამართლოებში გაიტანონ.

„ადვოკატები დღესვე შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ რადიკალური ზომების გატარებაზე, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მას კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა გააჩნია, გამოიყენოს შეწყალების აქტი. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი. ხვალ და ზეგ დაგვიანებული იქნება.

დაცვის სტრატეგია შეიცვლება, იმიტომ, რომ დრო არ არის. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში. მას რამე რომ მოუვიდეს, ძალიან ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მზად ვართ იმისთვის, რომ საერთაშორისო სასამართლოებში იქნას ეს საქმე გატანილი",- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×