რეზონანსი
06.01.2023

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის მკვლელობას დედა არ ადასტურებს.

პარალელურად „ფორმულასთან“ საუბრის დროს მან მწვავედ გააკრიტიკა მედია მის შვილზე გავრცელებული ინფორმაციის გამო.

„თქვენ არღვევთ ყველას უფლებას, ჩემი დაკარგული შვილისას, ჩემი ახლობლებისას, საერთოდ ადამიანის უფლებას. მე თქვენთვის ყველასთვის მოვიცლი,“ - თქვა იზა არღვლიანმა.

ლიზა ქისტაური უკვე რამდენიმე წელია ბელგიის დედაქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს. 5 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზა მოკლეს და დედას ცხედრის ფოტოები გაუგზავნეს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იზა არღვლიანი ცხედრის ამოსაცნობად პოლიციაში დაიბარეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცავებთან და არკვევს სიტუაციას.

ფორმულა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×