რეზონანსი
06.01.2023

„კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევაში ცენტრს დახმარებისთვის მომართა 500-მა მოქალაქემ, აქედან 128 შემთხვევაში დადგა ჰოსპიტალიზაციის საჭიროება", - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში საუბრობენ.

რაც შეეხება ლეტალური შედეგების არსებობას, ამავე ინფორმაციის თანახმად, ალკოჰოლით და კვებითი ინტოქსიკაციის მოტივით, ცენტრის ელექტრონულ ბაზაში ასეთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციისა, მხოლოდ 3 დღეში: 31 დეკემბრიდან, 3 იანვრის ჩათვლით, პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაშავდა - მათგან კი 24 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყარო: ფორტუნა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×