რეზონანსი
06.01.2023

გუ­შინ ღა­მით ნიუ-იორკში, ბრუკ­ლინ­ში, ქარ­თვე­ლი ლე­ვან გალ­და­ვა მოკ­ლეს. 45 წლის გალ­და­ვა ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია. ის ამე­რი­კა­ში 1 წლის წინ სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­და და იქ მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

არსებული ინფორმაციით, მკვლელ­მა გალ­და­ვას ჯერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი ნა­ჯა­ხი ჩა­არ­ტყა თავ­ში. მკვლე­ლო­ბა ქუ­ჩა­ში მოხ­და და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარს წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და. გალ­და­ვა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მკვლე­ლი ლე­ვანს იც­ნობ­და და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ისიც ქარ­თვე­ლია. პო­ლი­ცი­ას მკვლე­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავს და მის და­სა­კა­ვებ­ლად სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ლე­ვან გალ­და­ვას მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი დარ­ჩა.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×