რეზონანსი
09.01.2023

ევროკავშირი და ნატო თანამშრომლობას გააფართოებენ, შესაბამის დოკუმენტს მხარეები ბრიუსელში 10 იანვარს გააფორმებენ.

„რადგანაც უსაფრთხოების წინაშე არსებული ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდით, სულ უფრო მასშტაბური ხდება, ჩვენ პარტნიორობას ახალ დონეზე ავიყვანთ", - ეს ციტატა იმ დოკუმენტში იქნება ჩაწერილი, რომელსაც ხელს მოაწერენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ნატო და ევროკავშირი უფრო დეტალურად შეათანხმებენ ქმედებებს რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე. მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, კოსმოსის ათვისებაში, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლასა და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციების დაძლევაში.

ამას გარდა, დოკუმენტში იქნება მოწოდებები, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ომი უკრაინაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×