რეზონანსი
11.01.2023

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია, რომ მის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო, რომელიც გასული წლის ნოემბრამდე ანალიტიკურ ცენტრ Penn Biden Center-ში ინახებოდა. ანალიტიკური ცენტრი თეთრი სახლის სიახლოვეს მდებარეობს. ჯო ბაიდენს აღნიშნულ ცენტრში ოფისი 2017-2020 წლებში ჰქონდა.

„ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რომელიც ვიმედოვნებ, რომ მალე დასრულდება", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×