რეზონანსი
11.01.2023

ჩვენ მომზადებული მოვედით, მივიღეთ ის, რაც გვინდოდა , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტის მიერ დასახელებული იქნა დიაგნოზები, რომელთა ნაწილიც გათავისუფლების, ხოლო ნაწილი 283 მუხლის გადავადების საფუძველია.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი. დასახელებულ იქნა დიაგნოზები, რომელთაგან ორი დაავადება, რომელიც ჯამში ერთად იყრის თავს, არის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი. ხოლო რამდენიმე ჩამონათვალი დიაგნოზი არის 283 მუხლის გადავადების საფუძველი.

ჩვენ მომზადებული მოვედით, მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. ხომ იძახდნენ, რომ სააკაშვილს 2021 წელს აქვს კუჭის ოპერაცია გაკეთებული, კი არ შიმშილობდა იტყუებოდა სინამდვილეში. სად იყო თუნდაც კითხვაც დასმული ამ საკითხზე მოწინააღმდეგე მხრიდან, ხმაც კი ვერ ამოიღეს, პროპაგანდისტების მიერ შექმნილი მითი დღეს დაინგრა, თავიანთი ხელით დაანგრიეს", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შალვა ხაჭაპურიძის შეფასებით, მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის კითხვების 99% მოხსნა, რადგან ისინი მომზადებულები არ იყვნენ.

„არ შეძლება ადამიანი სასამართლო პროცესზე გამოუშვა ისე, რომ არ მოამზადო, როდესაც სამედიცინო სამართალს ეხება საქმე. აქ ხომ არ არის ხულიგნობა, ყაჩაღობა და ა.შ. იმდენად არაკვალიფიციური კითხვები ისმებოდა, რომ მოსამართლემ 99% მოხსნა მათ მიერ დასმული კითხვების. ამით ყველაფერია ნათქვამი. არცერთი ჩვენი კითხვა არ მოუხსნია", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×