რეზონანსი
11.01.2023

მიხეილ სააკაშვილს, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ მეხსიერებაში „ჩავარდნები" აქვს, კარგად ახსოვს, რომ 2007 წელს „ბუკის" სისტემა უკრაინელებისგან შეიძინა. დარწმუნებული ვარ, ისიც ემახსოვრება, რამდენი გადაიხადა ქართულმა სახელმწიფომ. უბრალოდ, ამას არ ამბობს, იმიტომ რომ არ აწყობს, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. „ქართული ოცნების" წევრის თქმით, საქართველო უკრაინის დასახმარებლად მაქსიმუმს აკეთებს.

„ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, რაც შეგვიძლია, ვეხმარებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ. იცით, რომ 1,5 მილიონი ლარის ღირებულების გენერატორები მივეცით მათ. რამდენიმე დღის წინ ჩავიდა ეს ტვირთი და კიდევ უამრავი ამ არის გაკეთებული. 30 ათასზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს მშვიდობიანად ამ ქვეყანაში", - აცხადებს ცაგარეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×