რეზონანსი
11.01.2023

სოლედარში ბრძოლები გრძელდება, ოკუპანტებს დიდი დანაკარგები აქვთ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში წერია.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა დონეცკის ოლქის მთლიანად დაპყრობაზეა მიმართული, რისთვისაც ისინი ბახმუტის მიმართულებით თავდასხმით ქმედებებს აგრძელებენ.

"[მტერი] ცდილობს ქალაქ სოლედარსა და ჩვენი ქვედანაყოფების მომარაგების ხაზებზე კონტროლის დამყარებას, განიცდის დიდ დანაკარგებს, ბრძოლები გრძელდება", - წერია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები თავდასხმის წარუმატებელ მცდელობებს ავდიივკას მიმართულებითაც აგრძელებენ. კუპიანსკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებით მტერი ტაქტიკური ვითარების გაუმჯობესებას ცდილობს, ხოლო ლიმანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებზე თავს იცავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×