რეზონანსი
11.01.2023

სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა. ავტომობილში ოთხი მგზავრი იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა 60 წლამდე ქალი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსად მუშაობდა, მძიმედ დაშავდა ამავე სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

წყარო: „ipn“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×