რეზონანსი
11.01.2023

ფარულ აუდიო ჩანაწერში, რომელიც "რუსთავი2" რამდენიმე საათის წინ მიაწოდეს, სადაც სავარაუდოდ გიული ალასანია საუბრობს გიორგი გახარიაზე.

მისი თქმით, რუსეთს ახლა გახარიაზე უნდა მუშაობა, თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს

"რუსებსაც არ უნდათ ეს ივანიშვილი, ხომ ჩანს ეს ახლა ამ მასალებს, რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე, რომ ჩვენ გვაჩვენებს- ეს ხომ რუსები აწვდიან. უნდათ ახლა გახარიაზე მუშაობა, ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს. პროცენტულად არ აქვს ის შედეგი, მაგრამ ამზადებენ მომავლისთვის. ამიტომ ამ სიტუაციაში, მე არ ვიცი ამ ჩემს შვილს აქ რა დახვდება. მე არ ვიცი. აი, შეიძლება ისევ თვითონ რუსეთმა არ ჩათვალოს საჭიროდ,"-აცხადებს გიული ალასანია "კურიერის" მიერ მოპოვებულ ჩანაწერში.

აუდიო ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა გაკეთებული, "რუსთავი2-ს" წყარომ რამდენიმე საათის წინ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

წყარო: „რუსთავი2“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×