რეზონანსი
11.01.2023

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოელის ნატოში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით ალიანსის სამიტზე, რომელიც ამ ზაფხულს ვილნიუსში გაიმართება.

„რაც შეეხება ვილნიუსის სამიტს, დღეს უკრაინის მხარდაჭერა უბრალოდ [ნატოს] ღია კარის რიტორიკის სახით არ არის საკმარისი. კერძოდ, ეს არ არის საკმარისი ჩვენი სახელმწიფოს მოტივირებისთვის, უფრო კონკრეტულად კი არ არის საკმარისი ჩვენი ჯარისკაცების მოტივირებისთვის.

ჩვენ გვჭირდება წინგადადგმული ნაბიჯები. გადაწყვეტილება იქნება ვილნიუსში. ჩვენ ძალიან ველით მძლავრ ნაბიჯებს. ჩვენ ველით უფრო მეტს, ვიდრე ღია კარს. ასეთი რამ გვაძლევს მოტივაციას, როგორიცაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, რომ არ ვიკვებებით დაპირებებით, რომ ნამდვილად თანასწორთა შორის გვხედავენ. წელს ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის გახსნა გვაძლევს ბრძოლის მოტივაციას. ისევე, როგორც ვილნიუსის სამიტზე გადადგმული ნაბიჯები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×