რეზონანსი
11.01.2023

რა შეფასება შეიძლება გავაკეთო, „კაგებეს" ჯარ გამოვლილ, კიევში მაშინდელი დროის ძალიან ავტორიტეტული ინსტიტუტ დამთავრებულ ადამიანზე, რომლის ბიძაც „კაგებს" მაღალჩინოსანი იყო მთელი ცხოვრება, მფარველობდა და რომლის დედაც ამბობს, რომ რუსეთთან არის შესათანხმებელი მისი საქართველოში ჩამოსვლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ბექა დსვითულიანმა კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას აუდიოჩანაწერზე.

„არ დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებას წინ უძღვოდა იგორ ივანოვის ვიზიტი და ეს ყველაფერი ემთხვევა. ფაქტობრივად გამოდის, რომ აგვისტოს ომის შედეგებით, რომელ პროვოკაციასაც აჰყვა მისი მთავრობა, გადაცემული სტრატეგიული ობიექტებით, ყველაფრით საბოლოო ჯამში, რაც შედგა მისი მოღვაწეობის შედეგად ხელისუფლებაში, რუსეთს არაფერი არ დაშავებია და სტრატეგიულ მიზნებს მიაღწია, აგერ დედამისი ამბობს, რომ რუსეთთან არის შესათანხმებელიო. ეს ჩანაწერი თუ ავთენტურია, მაშინ თავად აფასებენ თავის თავს", - განაცხადა დავითულიანმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურბაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარტიზანებს" უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×