რეზონანსი
12.01.2023

ქვეყნის მასშტაბით გამოდარებას 15 იანვრიდან უნდა ველოდოთ. მანამდე, სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ძლიერ თოვას, დასავლეთში კი ქარს ვარაუდობენ.

ნისლის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო შეზღუდვები კვალვ მოქმედებს გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე. ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა; ამასთან, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

რაც შეეხება დღევანდელი ამინდის პროგნოზს:

12 იანვარს ქუთაისში +6 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გორში +2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. 

თელავში დღისით -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსია ნავარაუდევი. მოთოვს.

რუსთავში 0 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×