რეზონანსი
12.01.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აუდიოჩანაწერი დიდი ალბათობით ნიკა მელიას შურისძიებაა.

„გავრცელებული ჩანაწერიდან, რომელიც დიდი ალბათობით ნიკა მელიას შურისძიებაა მოწინააღმდეგე დაჯგუფების მიმართ, ერთი მთავარი საკითხი ჩანს - ეს უსამშობლო ადამიანები სულით ხორცამდე არიან აგენტები. მათ არანაირი ეროვნული ინტერესები არ გააჩნიათ. ისინი სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პარტნიორების ინტერესებით მოქმედებენ. მაგრამ ერთი რამ, რაც კარგია - ყველაფერ ამას თვითონ ამტკიცებენ და ასაჯაროებენ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი2-ს“ წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×