რეზონანსი
12.01.2023

სასამართლომ 24 წლის კაპრალ მარსელ კანდაროვს, რომელმაც უარი თქვა უკრაინაში ომზე, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ნათქვამია ბაშკირეთის სასამართლოების პრესსამსახურის გზავნილში.

BBC წერს, რომ დასკვნის თანახმად, ჯარისკაცს ბრალი ედება მობილიზაციის პერიოდში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის მაისში კანდაროვს „არ სურდა მონაწილეობა სპეცოპერაციაში", არ გამოცხადდა სამსახურში. („სპეციალური სამხედრო ოპერაცია" რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ომს ასე უწოდებს). ის სექტემბერში დააკავეს. განაჩენი 5-წლიან პატიმრობაზე ადვოკატმა გაასაჩივრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×