რეზონანსი
12.01.2023

"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ აუდიოჩანაწერს, სადაც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია საუბრობს, ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ სერიოზულად ვერ აღიქვამს იმ ადამიანებს, რომელთაც ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ან არ იყო ყ ევროპისა და აშშ-ის ველაზე დიდი მოკავშირე.

მიხეილ სააკაშვილის დედის, სავარაუდო ჩანაწერს გამოეხმაურნენ გიორგი გახარიას პარტიაშიც. ანა ბუჩუკური ამბობს, ჩამოყალიბდნენ, ვისი აგენტია გიორგი გახარია. მისივე თქმით, პარტია "საქართველოსთვის" ენმ-ისა და "ქართული ოცნების" დაპირისპირებაში ჩართვას არ აპირებს.

"ქალბატონ გიულის უნდა ჰკითხოთ, ვისზე რას ფიქრობს, რატომ ფიქრობს, ვისი აგენტი არის გიორგი გახარია. მე არ ვიცოდი, თუ გიული ალასანიას ნალაპარაკები ასეთი მნიშვნელოვანი თუ იყო "ქართული ოცნებისთვის". ერთსაც[ენმ] და მეორესაც[ქართული ოცნება] აერთიანებს შიში. ერთ აქვს შიში იმისა, რომ დაკარგავს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს, და მეორეს აქვს შიში, რომ დაკარგავს ერთპარტიულ მმართველობას," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, სკანდალურ მასალაში, სადაც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია საუბრობს, ნახსენებია ოპოზიცია და მის წარმომადგენლებს, ყოფილი პრეზიდენტის დედა "ბუნებით პარაზიტებს" უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ; ახსენებს გიორგი გახარიასაც, რომელსაც "ვიღაცა მომავლისთვის ამზადებს, მაგრამ ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს", აქვე ისმის ივანიშვილიც გვარიც და ალასანია ამბობს, რომ ის რუსებს არ უნდათ.

აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×