რეზონანსი
13.01.2023

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კლინიკური ჯგუფი კორონავირუსის მართვის გაიდლაინის განახლებაზე მუშაობს. მისივე თქმით, მუშაობის პროცესში ვაქცინაციისადმი ახალ მიდგომებზე იქნება საუბარი.

„რაც შეეხება კლინიკურ ჯგუფს, რომელიც ჩართულია კორონავირუსის მართვის ღონისძიებებში, ჩვენ გაიდლაინის განახლებაზე ვმუშაობთ, სადაც აისახება ახალი მსოფლიოს ტენდენციები, ახალი შტამები, ვაქცინაციისადმი ახალი მიდგომა და რეკომენდაციები.

რეკომენდაციებს შორის არის ის, რომ პირველივე დღეს იყოს ჩატარებული ტესტირება, განისაზღვროს, ვის სჭირდება ანტივირუსული მკურნალობა და ვის - არა. ეს განახლება თითქმის მზად არის და დიდი ალბათობით, მალე დადასტურდება და აიტვირთება“, - განუცხადა ცერცვაძემ "ინტერპრესნიუსს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×