რეზონანსი
15.01.2023

კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში", სადაც ცნობილი ქართველი მომღერალი, ბუბა კიკაბიძე, გარდაიცვალა, გადასვენების პროცედურები მიმდინარეობს.

კლინიკასთან შეკრებილი არიან ბუბა კიკაბიძის მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები.

ოჯახის თქმით, თავდაპირველად მომღერალს სახლში, საბურთალოზე, გადაასვენებენ, ხოლო სამოქალაქო პანაშვიდებთან დაკავშირებით 2 ლოკაცია განიხილება - ფილარმონია და ქაშუეთის ეკლესია.

შეგახსენებთ, მომღერალი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს და მკურნალობას გადიოდა. ბოლო დღეებში მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა როგორც ჩანს დღეს მისი მდგომარეობა გაუარესდა.

წყარო: "მეტრონომი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×