რეზონანსი
15.01.2023

რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის თქმით, „ხ 22"-ის ტიპის რაკეტა უკიდურესად ტოქსიკურ საწვავზე მუშაობს და სავარაუდოდ, განადგურების დამატებით ელემენტად სწორედ ტოქსიკური საწვავი იქცა.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა ნაციონალური ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთმა დნეპროპეტროვსკში მდებარე მრავალსართულიანი შენობა „ხ 22"-ის ტიპის რაკეტით დაბომბა, რომელიც „ტუ-22მ3"-ის სტრატეგიული ბომბდამშენიდან გაუშვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×