რეზონანსი
15.01.2023

უკრაინის რადა ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება.

"ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა.

ვახტანგ კიკაბიძემ სიტყვითა და საქმით ყველანაირად დაუჭირა მხარი უკრაინას და დაგმო რუსეთის შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში.

"ვერავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ რუსეთი აგრძელებს ამ სამხედრო ტერორს", - თქვა მსახიობმა.

ომის დროს კიკაბიძე უკრაინაში გაფრინდა და ღრმად შეძრწუნებული იყო ნანახით.

მსახიობი 84 წლის იყო.ნათელი ხსოვნა", - წერია რადას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×