რეზონანსი
15.01.2023

ნეპალში ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, თვითმფრინავში 72 ადამიანი, მათ შორის 68 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი, იმყოფებოდა. ბორტზე მყოფ მგზავრებს შორის უცხო ქვეყნების 15 მოქალაქე იყო: ერთი ავსტრალიელი, ერთი ფრანგი, ერთი არგენტინელი, ოთხი რუსი, ხუთი ინდოელი, ორი სამხრეთ კორეელი და ერთი ირლანდიელი.

ავიაკატასტროფა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. თვითმფრინავი პოხარას საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, დაშვებისას ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ნეპალის არმიის პრეს-სპიკერის განცხადებით, რთული რელიეფის გამო, ცხედრების ამოყვანა რთულია.

„სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ჯერ-ჯერობით გადარჩენილი არავინაა ნაპოვნი", - აღნიშნა არმიის პრეს-სპიკერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×