რეზონანსი
16.01.2023

მომღერალ ბუბა კიკაბიძეს ყოველთვის სავსე ცხოვრება ჰქონდა, გაუმართლა შემოქმედებაშიც, პირადშიც, თავიდანვე ვარსკვლავივით გაბრწყინდა როგორც სცენაზე, ასევე კინოში. გაუმართლა პირად ცხოვრებაშიც, 50 წელზე მეტი  გვერდით ჰყავდა საყვარელი ადამიანი. ბოლო წლებში მომღერალი ავადმყოფობამ შეაწუხა.

„ბევრი ოპერაცია გამიკეთდა მაშინაც კი, როცა იმედებს არ იძლეოდნენ. თვითონ ვაწერდი ხელს, რომ პასუხისმგებლობას ვიღებდი ყველაფერზე, ოღონდ ოპერაცია გაეკეთებინათ. ახლა დიალიზზე ვარ. ეს კეთდება მაშინ, როცა თირკმელი არ მუშაობს და მის ადგილას მუშაობს დანადგარი. ეს სიცოცხლის ბოლომდე მჭირდება. ამით არ უნდა დავვააადებულიყავი, არ ვიყავი ასეთი ტანჯვის ღირსი. ალბათ რაიმე ცოდვა მაქვს. ამდენი დაავადებაა და რაღა ეს დამემართა, რომელიც უკურნებელია?! – ჰყვებოდა ბუბა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომღერალს ერთი დიდი ტკივილი აწუხებდა, სინანული, რომლისგანაც ვერასოდეს გათავისუფლდა.

„დღემდე მრცხვენია, რომ დედასთან შეცდომა დავუშვი. არ მოსწონდა ჩემი ხრინწიანი ხმა, ძალიან კრიტიკული იყო. მეუბნებოდა, არ გრცხვენია, შენით  ბილეთებს რომ ყიდიან, როგორ მღერიო. მერე ამხელა აღიარება რომ დაინახა, მითხრა, ეტყობა, რაღაც მართლა გაქვს და მე ვერ ვხედავ, მოდი, მე და შენ ერთად ჩავწეროთ რამე სიმღერაო.

მეგონა, სანამ მე ვიქნებოდი, დედაც ცოცხალი მეყოლებოდა, რამდენჯერმე გადავდე დუეტის ჩაწერა. ისე წავიდა ამქვეყნიდან, თხოვნა ვერ შევუსრულე. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სანანებელი დღემდე“ – ჰყვებოდა ქართული ესტრადის ვარსკვლავი "სარკესთან" ინტერვიუში.

"სარკე"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×