რეზონანსი
16.01.2023

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში პარლამენტის როლს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს პრიორიტეტული საკითხები, რაც დგას დღეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში, მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი, თუ რა გაკეთდა საქართველოს პარლამენტში.

„მას აქვს დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე, ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე, რა მოლოდინი შეიძლება, გვქონდეს ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მიიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარე, რასაც საქართველო აკეთებს რეკომენდაციების შესრულების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს სწორი მოლოდინები, როდის და როგორ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით. არის ასევე პრაქტიკული საკითხები, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებასთან. ასევე, ვისაუბრეთ სექტორული თანაშრომლობის გაძლიერებაზე და იმ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

ევროკომისიამ მუშაობა დაასრულა იმ დოკუმენტზე, რომელიც შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდივის ევროკავშირში ინტეგრაციის დონეს. ვიცით ასევე, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ მაღალი შეფასებები ყველა მიმართულებით და ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ. ეს დოკუმენტი გადის საბოლოო პოლიტიკურ განხილვებს ევროკავშირის ინსტიტუტებში და იმედი გვაქვს, მალე ვიხილავთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რეალურად დავინახოთ, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, გამოჩნდეს, სად დგას საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და რა მოლოდინები შეიძლება, გვქონდეს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით", - განუცხადა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×