რეზონანსი
16.01.2023

,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის გამყოფილების უფროსი ავთო დვალიშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ გერაძეს გვაცნობს.

,,მხატვრობა ხელს არ უშლის, რომ იყოს პროფესიონალი ენერგეტიკოსი. როცა მითხრეს, რომ გვყავს თანამშრომელი, ზურაბ გერაძე, რომელსაც სურს კომპანიის სამტრედიის მომსახურების ცენტრის ოფისის კედლის მოხატვა, გამიკვირდა, მაგრამ გამიხარდა.

ზურაბ გერაძე სამტრედიელია, ის ამჟამად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ენერგეტიკის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. პარალელურად, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის ქვესადგურის ,,სამტრედია 2“ -ის მეორე კატეგორიის მორიგედ მუშაობს. ამბობს, რომ შეგნებულად აირჩია ენერგეტიკოსობა, რადგან პერსპექტიულ პროფესიად მიაჩნია. მხატვრობა კი მას ბავშვობიდან მოსდევს, პატარაობისას ხატვაზეც დადიოდა და  ზუსტად იცოდა, რომ მთელი ცხოვრება ეს სფერო მასთან იქნებოდა. კედლების მოხატვა მან კოვიდ-19 ის პანდემიის დროს დაიწყო, თუმცა ასეთი მასშტაბული სამუშაო პირველად შეასრულა.

 ზურა, მალე ბაკალავრიატს დაამთავრებს და მაგისტრატურასაც აპირებს ასევე ენერგეტიკის განხრით. საუბარში ამბობს, რომ მაგისტრატურაც არ იქნება მისი მაქსიმუმი, უფრო წინ წასვლასაც აპირებს, თუმცა ხატვას თავს არასდროს დაანებებს.

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის, სამტრედიის მომსახურების ცენტრის ერთი კედელი ასე გამოიყურება“, - წერს ავთო დვალიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×