რეზონანსი
16.01.2023

კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ ტანკები, რომლების გაგზავნასაც ბრიტანეთი უკრაინაში აპირებს "დაიწვება". კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის აზრით, დასავლეთი უკრაინას იყენებს თავისი ანტირუსული მიზნების მისაღწევად.

"ისინი იყენებენ [უკრაინას] როგორც ინსტრუმენტს თავიანთი ანტირუსული მიზნების მისაღწევად. ეს ტანკები იწვის და დაიწვება ისევე, როგორც დანარჩენი", - თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, შაბათს ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას უახლოეს კვირებში გაუგზავნის 14 მთავარ საბრძოლო ტანკს Challenger 2-ს, ასევე სხვა მოწინავე საარტილერიო მხარდაჭერას.

პესკოვმა თქვა, რომ ბრიტანეთისა და პოლონეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეცვლის სიტუაციას ადგილზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×