რეზონანსი
16.01.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა არჩევნები რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, საქართველოში რადიკალიზმის დონე აუცილებლად შემცირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფების, „ნაციონალურ მოძრაობის" აქტიურობისა და მისი ელექტორალური მხარდაჭერის ხარისხი მინიმუმამდეა დაყვანილი. შესაბამისად, 2024 წლისთვის აღნიშნული პოლიტიკური დაჯგუფება შეძლებს თუ არა, რომ პარტიის სახით საპარლამენტო არჩევნებამდე მივიდეს, დიდ კითხვის ნიშანს ბადებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა არჩევნებისთვის ემზადებიან. ვიდრე ოპოზიციური პარტიის ახალი თავმჯდომარის ვინაობა გაირკვევა, არჩევნების სანდოობის საკითხზე საუბრობს ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი მუმლაძე. მისი განცხადებით, ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროგრამა გამართულად არ მუშაობს და ხარვეზების გამო, ბევრ ადამიანს დარეგისტრირება უჭირს. „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება მმართველ გუნდშიც შეფასდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×