რეზონანსი
19.01.2023

უკრაინამ და ევროკავშირმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს ჩვენი ისტორიული დაახლოების კუთხით , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზელენსკის შეფასებით, მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ჰქონდა. უკრაინის პირველმა პირმა შარლ მიშელს მუდმივი და ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. უკრაინამ და ევროკავშირმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს ჩვენი ისტორიული დაახლოების კუთხით. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ უფრო მეტს.

მადლობას გიხდით თქვენი მუდმივი და ძლიერი მხარდაჭერისთვის!", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×