რეზონანსი
19.01.2023

უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფული ომია მთელი რეგიონისთვის, ჩვენც გვეხება. მგონი, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა ეკონომიკის დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე პორტების განვითარებას.

„ომამდე ქვეყნები ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გააქტიურდა და გაიზარდა. ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვაჩნია. ჩვენი ქიმიური ნივთიერებების სახით შერწყმა ძალიან კარგია. ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალდაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაზე. მინდა ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომელიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2,3 მილიარდი დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ახსენა.

„ერთი კონკრეტული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მინდა ვახსენო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას, ამ კონსორციუმის 51% იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49% კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე. ჩვენ საუბარი გვაქვს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით. რატომ ვაკეთებთ ამას და რატომ გვინდა ამ პორტის მშენებლობა, მოგახსენებთ. პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი პორტებში. საქართველოს 550 ტონა შეუძლია გაატაროს, 200-ზე მეტი ბათუმში, ეს არ არის საკმარისი. მინდა, ეს პროექტი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განვახორციელოთ.

ასევე მინდა ვახსენო, რომ აზერბაიჯანთან ერთად, ჩვენ სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ, მათ შორის არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონული კაბელი. ესეც საინტერესო ინიციატივაა, ამას ვაკეთებთ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან ერთად. ეს ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. სექტემბერში, ბუქარესტში ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, ოთხივე ქვეყანა განახორციელებს ამ პროექტს და ინვესტირებას ჩადებს ამ ამბიციურ პროექტში. ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება საქონელბრუნვა ამ დერეფანში. ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის. მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი მატარებელი, რომელიც საქართველოს გაივლის, 15 მაქსიმუმ 10 დღეში შემოვა საქართველოში. ამიტომ, ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი დერეფანია",-განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ყველა ქვეყანა სარგებელს მიიღებს ამ დერეფნიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×