რეზონანსი
24.01.2023

მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კასიანოვი უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ყველაფერს კადრულობს. ყველაფრის მკადრებელი ელჩი კი, როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, არც საკუთარ ქვეყანას წაადგება.

„საქართველოში უცხო ქვეყნის ელჩისგან ასეთი ზღვარსგადასული განცხადებები მოთმინების კულმინაციას ქმნის ჩვენში. კასიანოვს მინდა შევახსენო, რომ ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც ყველაფრის კადრებაა შესაძლებელი. ყველაფრის მკადრებელი ელჩი კი არც საკუთარ ქვეყანას წაადგება.

უკრაინის ხელისუფლების და მისი წარმომადგენლის ადგილას უფრო ფრთხილი ვიქნებოდი განცხადებებში იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც მათ კარზე ხდება.

უკვე ვიცნობთ უკრაინის ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ კვირაში რადიკალურად განსხვავებულად საუბრობენ და ცოტა ხანში, კასიანოვის შემთხვევაშიც ასე არ მოხდეს. დრო ბორბალივით ტრიალებს და ამ ბორბლის ქვეშ, როგორც ჩანს, ბევრი აღმოჩნდება. უკრაინელ ხალხს კი ვუსურვებ მშვიდობას და ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებას", - აცხადებს ხუნდაძე.

ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების" შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×