რეზონანსი
29.01.2023

ვინ აიღებს ხელში „ნაციონალური მოძრაობის" მართვის სადავეებს, ხვალ, დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი, მანამდე კი ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.

ვიდრე ამომრჩევლის სიმპათიებს ელექტრონული სისტემა დაითვლის, მანამდე პარტიის ცენტრალურ ოფისში პერიოდულად ბრიფინგები იმართება და ხმის მიცემის აქტივობის შესახებ მედიას ინფორმაციას აწვდიან.

ამ დრომდე „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში თავმჯდომარეობის კანდიდატები, მათი მხარდამჭერები და კომისიის წევრები არ მისულან. „ნაციონალური მოძრაობის" მთავარი შენობა ცარიელია და იქ მხოლოდ მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

საარჩევნო პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს. ამას კობა ნაყოფიაც აღიარებს. როგორც ცნობილია, „ცხელ ხაზზე" პრეტენზიის შესახებ 300 შეტყობინება შევიდა იმ ამომრჩევლების, რომლებიც ხმის მიცემას ვერ ახერხებენ.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ პარტიას, რომელიც ახლა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, ხელმძღვანელის ცვლილება ვერ გამოაცოცხლებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×