რეზონანსი
29.01.2023

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენას მილიონობით ჩვენი თანამემამულე ელოდება. ამ საკითხის გადაწყვეტისთვის ხელის შეშლა მხოლოდ ქართველ ხალხს აზიანებს, სხვას არავის. მე, როგორც ავიაციის დარგის სპეციალისტმა, საზოგადოებას ჩემი მოსაზრება გავუზიარე, რაც ჩემი უფლება კი არა, ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ეს ვინმე ნათია მეზვრიშვილი კი აცხადებს, რომ, როცა ქვეყანას პატრონი ჰყავდა, მე თურმე ვერ ვლაპარაკობდი, - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩემს წერილს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენას ეხებოდა, გიორგი გახარიას პარტიის წევრი, ვინმე ნათია მეზვრიშვილი გამოეხმაურა: "როცა ქვეყანას პატრონი ჰყავდა, ასეთი სუბიექტები ვერ თავხედობდნენ. გახსოვთ ხომ კორონას დროს ფულის კეთება რომ გადაწყვიტა და ცხვირში მოხვდა. ახლა, რეგიონში ომის დროს, საგარეო კურსის ცვლილებების პირობებში პარაზიტობს და ვინაა პატრონი, რომ მოარტყას?" - აცხადებს იგი.

ამგვარი გამოხდომებისთვის არც მაშინ მიპასუხია, როცა იგი გახარიას პირიდან ისმოდა და არც ახლა ვუპასუხებდი, როდესაც ნათია მეზვრიშვილი ლაპარაკობს, მაგრამ რაკი ის თემა, რომელსაც ჩემი წერილი ეხებოდა, ქართული საზოგადოებისთვის უაღრესად აქტუალურია, უპასუხოდ ვერ დავტოვებ.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენას მილიონობით ჩვენი თანამემამულე ელოდება. ამ საკითხის გადაწყვეტისთვის ხელის შეშლა მხოლოდ ქართველ ხალხს აზიანებს, სხვას არავის. მე, როგორც ავიაციის დარგის სპეციალისტმა, საზოგადოებას ჩემი მოსაზრება გავუზიარე, რაც ჩემი უფლება კი არა, ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ეს ვინმე ნათია მეზვრიშვილი კი აცხადებს, რომ, როცა ქვეყანას პატრონი ჰყავდა, მე თურმე ვერ ვლაპარაკობდი. პატრონი თქვენ არ გყავთ თორემ ქვეყანას მაშინაც ჰყავდა და დღესაც ჰყავს. სწორედ ქვეყნის პატრონმა ამოგარტყათ ჭიტლაყი შენც და შენს უფროსსაც და, ჩემზე ამბობთ, ცხვირში მოხვდაო? ცხვირში მე რანაირად მომხვდა, როდესაც პოლიტიკურ სანაგვეზე თქვენ აღმოჩნდით?! ერთი კარგად მიიხედ-მოიხედეთ, სად მოგხვდათ და რა დონეზე მოგხვდათ, რომ თავგზა აგებნათ. ქვეყნის სახელით კი ლაპარაკობთ, მაგრამ ხალხზე თქვენ იმ დროს არ გიფიქრიათ, როდესაც შენს უფროსს უმაღლესი თანამდებობა ეკავა და ახლა იფიქრებთ?! ხელის მოთბობა ჩემი საქმე არასოდეს ყოფილა. კორონა-ვირუსით ხელი ვინც მოითბო, გაიკითხ-გამოიკითხეთ და ათი მოქალაქიდან, ათივე თუ არა, ცხრა მაინც უშეცდომოდ გეტყვით. ნუ დაიწყებთ იმ სიბინძურეში ქექვას, შენ და შენმა უფროსმა რომ დატოვეთ, თორემ ვინ ვინ და, თქვენ მაინც ხომ იცით საიდან, როგორ და რამდენით მოითბეთ ხელი საერთო სახალხო გაჭირვებაზე.

მე, 90-იანი წლების უბედურება იყო თუ აფხაზეთის ომი, 2008 წლის მოვლენები თუ კორონა-ვირუსის ეპიდემია, თქვენგან განსხვავებით, სამშობლოს სამსახურში ვიდექი და ვდგავარ. ძალიან გთხოვთ, ქვეყნისთვის თქვენი გაკეთებული საქმე დამისახელეთ. რა დამსახურების გამო ეკავა შენს უფროსს სახელმწიფოს უმაღლესი პოსტი ან რა დამსახურების გამო გქვიათ დღეს პოლიტიკოსები?!

მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები, ადრე თუ გვიან, როგორც წესი, იქ აღმოჩნდებიან აუცილებლად, სადაც მათი ადგილია - პოლიტიკის სანაგვეში", - აცხადებს გაიაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×